უფრო მარტივი და მოსახერხებელი
მართეთ საკუთარი ანგარიშები, ბარათები, ანაბრები, სესხები, გზავნილები, დაგროვების პროგრამები, გაგზავნეთ გზავნილი "ელვა", გადაიხადეთ კომუნალური და სხვა გადასახადები კაფედან, სამსახურიდან, ტელევიზორის წინ, მეგობრებთან ერთად, საყვარელი ფილმის ყურებისას.

ისარგებლეთ ახალი თაობის ინტერნეტბანკით და ისიამოვნეთ მისი სიმარტივითა და მოხერხებულობით.
ყველაფერი 1 გვერდზე
ახალი ინტერნეტბანკი მხოლოდ 1 გვერდზეა განთავსებული – გვერდის სრული დინამიურობის ხარჯზე თქვენთვის საჭირო ყველა ფუნქცია 1 სივრცეშია თავმოყრილი.
დაალაგეთ, მოირგეთ, დაარქვით, ისე როგორც გინდათ
ახალ ინტერნეტბანკში შეგიძლიათ საკუთარი სურვილისამებრ განალაგოთ ვიჯეტები (ანაბარი იქნება ეს, დაგროვების პროგრამა თუ სხვ.) და შექმნათ ისეთი ინტერნეტბანკი, რომელიც ყველაზე მეტად მოერგება თქვენს მოთხოვნებს.
2-ჯერ უფრო სწრაფი
არანაირი ლოდინი, არანაირი შესვლა-გადასვლა, მერე კიდევ – შიდა გვერდი, ფუნქციების განლაგების ოპტიმიზაციის ხარჯზე აღარ მოგიწევთ თითოეული ოპერაციისთვის რამდენიმე გვერდის ჩატვირთვა და შედეგად ყველა ოპერაციას 2-ჯერ უფრო სწრაფად შეასრულებთ.
რამდენიმე გადახდა ღილაკზე 1 დაჭერით
ახალი ინტერნეტბანკის მეშვეობით გადასახადების მოსაწყენ და მომაბეზრებელ გადახდას წარსულს ჩააბარებთ! დღეიდან მონაცემების შეყვანისას ნაკლებ დროს დახარჯავთ - მობილურს, დენს, გაზს, საკაბელოს, ყველა სხვა გადასახადს მონიშნავთ ერთად და მხოლოდ 1 დაჭერით შეავსებთ ბალანსს ან დაფარავთ დავალიანებას.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცულობა
ახალი ინტერნეტბანკი ბევრად უფრო დაცულია - 128-ბიტიანი SSL სერტიფიკატი თქვენი მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დაცულობას უზრუნველყოფს.
Express Online-ში შესასვლელად იმავე პაროლსა და მომხმარებლის სახელს გამოიყენებთ, რასაც არსებულ ინტერნეტბანკში (www.ibank.ge).